03 ოქტომბერი 2024,   15:20
ვრცლად
"ქვეყანაში უსამართლობა ზეიმობს," - თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით თევზაძემ ემზარ კვიციანის მხარდამჭერ აქციაში მიიღო მონაწილეობა. დავით თევზაძე ფიქრობს, რომ ემზარ კვიციანი უდანაშაულოა და ის უნდა გათავისუფლდეს.

ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდის საქართველოს თავდაცვის მინისტრი ფიქრობს, რომ ემზარ კვიციანი სამშობლოსთვის თავდადებული და პატრიოტია.

„სამართლის მაგივრად, უსამართლობა რომ ზეიმობს, ეს ფაქტია და ცუდია და გაპროტესტება სჭირდება. ამას მარტო მე და ემზარის ახლობლები არ უნდა ვაკეთებდეთ. უსამართლობა მხოლოდ ემზარის საქმე არ არის. ეს ყველა ჩვენგანს ეხება,“ - განაცხადა დავით თევზაძემ "კურიერთან" საუბრისას. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები