03 ოქტომბერი 2024,   15:16
ვრცლად
კახა ბენდუქიძე თბილისში ჩამოასვენეს

რამდენიმე წუთის წინ თბილისში კახა ბენდუქიძე ჩამოასვენეს.

აეროპორტში მისი კოლეგები, სტუდენტები და მეგობრები  იმყოფებოდნენ, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები. თითოეულმა მათგანმა გაიხსენა ბენდუქიძის ღვაწლი და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია ქვეყნისთვის.

კახა ბენდუქიძე მოსaშვილის ქუჩაზე, მშობლების სახლში გადაასვენეს. მისი სამოქალაქო პანაშვიდი შაბათს, თავისუფალ უნივერსიტეტში გაიმართება და მას ამავე დღეს კუკიას სასაფლაოზე დაკრძალავენ.

კახა ბენდუქიძე 58 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა.  

ამავე თემაზე
დღის ამბები