03 ოქტომბერი 2024,   15:12
ვრცლად
კვიციანის მხარდამჭერების ულტიმატუმი ხელისუფლებას

ემზარ კვიციანის მხარდამჭერები მთავრობას ერთთვიან ვადას აძლევენ. კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის ახლობლები 12-წლიან პატიმრობას აპროტესტებენ და კვიციანის გათავისუფლებას ითხოვენ.

წინააღმდეგ შემთხვევაში აცხადებენ, რომ პროტესტის რადიკალურ ზომებს მიმართვენ. მოთხოვნები დღეს აქციის მონაწილეებმა ჯერ პარლამენტთან გააჟღერეს, შემდეგ კი მსვლელობით „ქართული ოცნების“ ოფისთან გადაინაცვლეს.

კვიციანის მხარდამჭერი აქცია დღეს ქუთაისშიც გაიმართა.

ამავე თემაზე
დღის ამბები