03 ოქტომბერი 2024,   15:21
ვრცლად
"ნიჭიერის" მონაწილეს საავტორი უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ

მეგაშოუ ნიჭიერის ერთ-ერთი მონაწილე სკანდალში გაეხვა. თენგიზ ფულარიანს, რომელმაც მეგაშოუს შესარჩევ კონკურსზე სიმღერა აფხაზეთზე შეასრულა, გიორგი ბარამაშვილი საავტორო უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს.

ბარამაშვილის განცხდებით ფულარიანის მიერ შესრულებული სიმღერის ტექსტი მას ეკუთვნის.

„ეს სიმღერა მინდოდა შემენახა, ეს იქნებოდა გასროლა, ჩემი გასროლა, როცა აფხაზეთში დავბრუნდებოდით. მან კი მომპარა ისე, რომ არც კი უკითხავს ჩემთვის“, - აცხადებს გიორგი ბარამაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ფულარიანის მიერ შესრულებული ნამღერი და სიმრერის ტექსტი მეგაშოუ ნიჭიერში 17 ნოემბერს გავიდა. ფულარიანის ნამღერმა და ტექსტმა ჟიურისა და მაყურებლის მოწონება დაიმსახურა და კონკურსანტი მეორე ტურში გადავიდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები