03 ოქტომბერი 2024,   15:12
ვრცლად
ომბუდსმენმა პატიმრებისადმი არაადამიანურ მოპყრობაში მონაწილე პირთა სია პროკურატურას გადასცა

გლდანის მერვე საპყრობილეში 2 პატიმარი აწამეს. სახალხო დამცველის ცნობით, ორივე მათგანი ჯერ ჯაჭვით დააბეს შემდეგ კი სასტიკად აწამეს. ინფორმაცია ამის შესახებ სახალხო დამცველმა გაასაჯაროვა.  უჩა ნანუაშვილის ინფორმაციით წამებაში სხვა პირებთან ერთად ციხის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე და ამავე დაწესებულების უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი მონაწილეობდა.

სახალხო დამცველმა წამებაში ეჭვმიტანილთა სრული სია და დოკუმენტაცია პროკურატურას უკვე გადაუგზავნა. ახლა ნანუაშვილი საგამოძიებო ორგანოს მხრიდან ქმედით ნაბიჯებს ელოდება და დამნაშავე პირების მიმართ სისხლის სამართლის დევნის დაწყებას ითხოვს.

მანამდე კი უჩა ნანუაშვილი მოუწოდებს სასჯელაღსრულების სამინისტროს, ჩამოაცილონ ციხეს ის პირები ვინც წამების ორგანიზებასა და შემდეგ განხორციელებაში იღებდა მონაწილეობას.

სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა არასამთავრობო სექტორიც, მათ დღეს აქცია სასჯელაღსრულების სამინისტროსთან გამართეს. მათ მომხდარი ფაქტი გააპროტესტეს და დამნაშავეების დასჯა მოითხოვეს.

პროკურატურაში დღეს კომენტარი არ გაკეთებულა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ საგამოძიებო ორგანომ საქმის შესწავლა დაიწყო. 

ამავე თემაზე
დღის ამბები