03 ოქტომბერი 2024,   15:20
ვრცლად
ერთთვიანი ვადა ხელისუფლებას ემზარ კვიციანის გასათავისუფლებლად

ემზარ კვიციანი პოლიტპატიმარია - ამ ლოზუნგის ქვეშ ემზარ კვიციანის ახლობლებმა დღეს მსჯავრდებულის გათავისუფლება მოითხოვეს. კვიციანის ოჯახის წევრებმა, ნათესავებმა მეგობრებმა და კოლეგებმა დღეს თბილისსა და ქუთაისში გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. მათ ხელისუფლებას მოთხოვნის შესასრულებლად 1 თვიანი ვადა მისცეს.

აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ ემზარ კვიციანი უდანაშაულოა და უნდა გათავისუფლდეს. იმ შემთხვევაში, თუ კვიციანს არ გაათავისუფლებენ კვიციანის მხარდამჭერები მაშტაბური და პერმანენტული საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.

აქცია დღეს თბილისში პარლამენტის შენობასთან დაიწყო და მმართველი კოალიციის ცენტრალურ ოფისთან დასრულდა. "ქართული ოცნების" შენობასთან აქციას შეუერთდა კოალიციის წევრი და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი სოსო ჯაჭვლიანიც. დეპუტატი აქციის მონაწილეები მოთხოვნებს შეუერთდა.

ემზარ კვიციანის მხარდამჭერ აქციაზე იმყოფებოდა ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავთ თევზაძეც. ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში თავდაცვის ყოფილი მინისტრი ფიქრობს, რომ საქართველოში „უსამართლობა ზეიმობს“. 

ამავე თემაზე
დღის ამბები