03 ოქტომბერი 2024,   15:23
ვრცლად
"თბილისის ბიუჯეტში ის პროექტებიც მოხვდა, რაც უკვე განხორციელებულია," - ნაციონალური მოძრაობა

2015 წელს თბილისის ბიუჯეტის ოდენობა 800 მილიონი ლარითაა განსაზღვრული. თუმცა როგორც ჩანს, დედაქალაქის ყველა მცხოვრები წინა წლებისგან განსხვავებით კომუნალურ ვაუჩერს ვერ მიიღებს. მერიის ინიციატივით კომუნალური ვაუჩერები მხოლოდ სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაურიგდებათ

ამ საკითხთან ერთად დღეს საკრებულოში კიდევ ერთი მწვავე განხილვის თემა, მერიის მიერ ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილი აღმოჩნდა. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მერია უკვე განხორციელებულ პროექტებს მომავალ წელს კვლავ აფინანსებს.

ამის დასადასტურებლად "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები დღეს ლილოში იმყოფებოდნენ, სადაც მათ უკვე დაგებული გზა მოინახულეს. როგორც ჩანს მერია ლილოს დასახლებაში უკვე მოასფალტებული გზის თავიდან დაგებას გეგმავს.

საკრებულოს სხდომაზე დღესვე ცნობილი გახდა, რომ 8 მილიონი ლარი სოლოლაკისა და მთაწმინდის გარკვეული ქუჩების მოსაპირკეთებელი სამუშაოებისთვის გამოიყოფა. არსებული ინფორმაციით, შეკეთდება საკრებულოსთან და კანცელარიასთან მდებარე საცხოვრებელი სახლების ფასადები და დამონტაჟდება გარე განათება.

ამავე თემაზე
დღის ამბები