03 ოქტომბერი 2024,   15:15
ვრცლად
ვარძიის რეაბილიტაცია იწყება - პროექტზე ნახევარ მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული

ვარძიის რეაბილიტაცია იწყება.  ისტორიული ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის ნახევარ მილიონზე მეტი დაიხარჯება. ინფორმაცია ამის შესახებ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პრესამსახურმა გაავრცელა.

დღეს ისტორიული ძეგლი ირაკლი ღარიბაშვილმა სასულიერო პირებთან და უცხოელ არქიტექტორებთან ერთად დაათვალიერა.

პრემიერი დეტალურად გაეცნო საერეაბილიტაციო გეგმას და დაგეგმილ სამუშაოებს.

იტალიელი არქიტექტორების პროექტის მიხედვით თავდაპირველად სამონასტრო კომპლექსის მთავარი საფრთხის-ქვათაცვენის მიზეზი უნდა დადგინდეს, ამის შემდეგ კი კლდეში ნაკვეთი ქალაქის მთელ ტერიტორიაზე სადიაგნოსტიკო სამუშაოები ჩატარდება.

ამ დოკუმენტაციის შედგენის შემდეგ წყალსადენ სისტემას რეაბილიტაცია ჩაუტარდება და ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა.

პროექტის მიხედვით 2015 წლის ბოლოსთვის უკვე დასრულებული უნდა იყოს ვარძიაში კედლის უნიკალური მხატვრობის გადარჩენის გეგმის შედგენაც. 

ამავე თემაზე
დღის ამბები