03 ოქტომბერი 2024,   15:20
ვრცლად
ცხოვრება წყლის გარეშე და წვიმის იმედზე

ქვემო ქართლის სოფელი წედისი უკვე უწყლოდაა დარჩენილი. სოფელში დარჩენილი მოქალაქეები წვიმის და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გაჭრილი ჭის იმედად არიან დარჩენილები.

წედისში ონკანში წყალი დიდი ხანია არ წამოსულა. აქ ადგილობრივები წვიმის წყალს ლიტრობით აგროვებენ, რომ შემდეგ გაწვიმებამდე უწყლოდ არ დარჩნენ.

სოფელში ყვებიან რომ სასმელი წყლის მოტანა ხშირად რუსთავიდან თავად უწევთ, ან ნათესავების იმედად არიან დარჩენილები.

წედისელები ყვებიან, რომ სოფელი ჯერ კიდევ კომუნისტების დროს აშენებული წყალგაყვანილობით მარაგდებოდა.

ადგილობრივმა მთავრობამ კი მათი თქმით, ძველის რეაბილიტაციის მაგივრად სოფლის დახმარების პროგრამით გამოყოფილი თანხები ახალი ჭის აშენებაზე დახარჯა. გორის გამგებლის რწმუნებული სამსახურში გადამღები ჯგუფის მისვლის შემდეგ გამოჩნდა. გიგი ვანიშვილმა თქვა, რომ წედისში იყო და წყლის პრობლემას აგვარებდა. თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ მიმდინარე პროექტის შესახებ თითქმის არაფერი იცოდა, მათ შორის, არც ის, შემოწმდა, თუ - არა წყალი ლაბორატორიულად.

ამავე თემაზე
დღის ამბები