03 ოქტომბერი 2024,   15:15
ვრცლად
კახა ბენდუქიძეს კუკიის სასაფლაოზე 22 ნოემბერს დაკრძალავენ

ოჯახის გადაწყვეტილებით კახა ბენდუქიძეს კუკიის სასაფლაოზე დაკრძალავენ. ბენდუქიძის ცხედარი დღეს ჩამოასვენეს ლონდონიდან. თბილისის აეროპორტში რეისს უამრავი ადამიანი ელოდებოდა, მათ შორის თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტები და ბენდუქიძის თანამებრძოლები.

ამ დროისთვის პანაშვიდი მშობლების სახლში მოსეშვილის ქუჩაზე მიმდინარეობს. სამოქალაქო პანაშვიდი და გამოსვენება კი შაბათს უკვე თავისუფალ უნივერსიტეტში გაიმართება.

კახა ბენდუქიძე 58 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა.  

ამავე თემაზე
დღის ამბები