03 ოქტომბერი 2024,   15:22
ვრცლად
„ე.წ. გასაღების ქონა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმე არ არის,“ - კახა ბექაური

„ე.წ. გასაღების ქონდა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმე არ არის,“ - ასე გამოეხმაურა კომუნიკაციების კომისიის ერთ-ერთი წევრი კახა ბექაური დეპუტატ ვახტანგ ხმალაძის კანონპროექტს. იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელის მიერ მომზადებული მოსმენების შესახებ კანონის პროექტით სწორედ „კომუნიკაციების ეროვნული კომისიაა“ ის ერთ-ერთი დაწესებულება, რომელსაც ე.წ გასაღები უნდა გადაეცეს.

ბექაურის აზრით, გასაღები არა კომისიას არამედ პერსონალური დაცვის ინსპექტორს უნდა გადაეცეს.

„თუ მაინცდამაინც ამ ყველაფერში სახელმწიფო ორგანო უნდა იყოს წარმოდგენილი, ეს პრეროგატივა არა მარეგულირებელ კომისიას, არამედ  პერსონალური დაცვის ინსპექტორს უნდა მიენიჭოს,“ - აღნიშნა ბექაურმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში ფარული მოსმენების შესახებ 2 კანონპროექტი დარეგისტრირდა.

ვახტანგ ხმალაძის წინადადება ე.წ. გასაღების კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის გადაცემას და კომისიაში დამოუკიდებელი ჯგუფის შექმნას ითვალისწინებს.

ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის საკანონმდებლო ინიციატივა კი ორ გასაღებს ითვალისწინებს, ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროში რჩება, მეორე კი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს უნდა გადაეცეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები