09 ოქტომბერი 2024,   18:15
ვრცლად
დიდთოვლობამ შეერთებულ შტატებში 8 ადამიანი იმსხვერპლა

ნიუ იორკის შტატში დიდთოვლობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8–მდე გაიზარდა. 10 რაიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სტიქიამ ყველაზე მეტად ბუფალო დააზარალა, სადაც თოვლის საფარის სიმაღლე თითქმის 2 მეტრს აღწევს.

რეკორდული დიდთოვლობის გამო ქალაქში დახურულია სკოლები და მაგისტრალები, შეფერხებულია სარკინიგზო და ავიამიმოსვლაც. მეტეოროლოგები მომდევნო დღეების განმავლობაში ამინდის გაუარესებას შეერთებული შტატების მთელს ტერიტორიაზე ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა ნულს ქვემოთ უკვე ქვეყნის ყველა რეგიონში დაეცა.

ამავე თემაზე
დღის ამბები