09 ოქტომბერი 2024,   18:19
ვრცლად
ლიტვის პრეზიდენტმა რუსეთს ტერორისტული სახელმწიფო უწოდა

ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ რუსეთს ტერორისტული სახელმწიფო უწოდა. ადგილობრივი რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში გრიბაუსკაიტემ აღნიშნა, რომ უკრაინა დღეს მთელი ევროპის მშვიდობისთვის იბრძვის.

მისივე თქმით, თუ ტერორისტულ სახელმწიფოს, რომელიც მეზობლის წინააღმდეგ აგრესიას ახორციელებს, არ გააჩერებენ, ეს აგრესია შესაძლოა ევროპასა და მის საზღვრებს გარეთაც გავრცელდეს. დალია გრიბაუსკაიტემ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების აუცილებლობაზეც ილაპარაკა.

ამავე თემაზე
დღის ამბები