03 ოქტომბერი 2024,   15:25
ვრცლად
ძალადობა ოჯახში, ქუჩასა და სკოლაში - ძალადობის პრევენციის ეროვნული სტრატეგიის პრიორიტეტები

ძალადობა ოჯახში, ქუჩასა და სკოლაში - ეს ის ძირითადი პრობლემური მიმართულებებია, რომლებზეც ძალადობის პრევენციის ეროვნული სტრატეგიის სამუშაო ვერსიის ფარგლებში დღეს იმსჯელებენ.

ღონისძიებას მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე გახსნის, სტრატეგიის სამუშაო ვერსიას კი შეკრებილებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია გააცნობს.

იზორიას თქმით, ხანგრძლივი მუშაობის შედეგად უკვე გამოიკვეთა პრობლემის გადაჭრის რამდენიმე მიმართულება, მათ შორის: სამოქალაქო განთლების წინ წამოწევა, კონფლიქტების მოგვარების უნარების ჩამოყალიბება ჯერ კიდევ საბავშვო ბაღიდან, ასევე სამოქალაქო მედიაციის გაძლიერება, როგორც საზოგადოების, ისე ცალკეული სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან.

პრეზენტაციის შემდეგ დაგეგმილია დისკუსია. ღონისძიებაზე მიწვეული არიან მთავრობის წევრები, აშშ-ის ელჩი, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ამავე თემაზე
დღის ამბები