03 ოქტომბერი 2024,   15:17
ვრცლად
პარიზში საშობაო განათებები ჩართეს

შობამდე ერთი თვით ადრე პარიზმა სადღესასწაულო სამზადისი უკვე დაიწყო.

ათასობით პარიზელისა და ტურისტის თვალწინ შანზ ელიზეზე საშობაო განათებები ჩართეს. ამისთვის ქალაქის ადმინისტრაციას მილიონზე მეტი ნათურა დასჭირდა, რომელიც კონკორდის მოედნიდან ტრიუმფალურ თაღამდე სადღესასწაულო განწყობას დღეიდან შექმნის. აქვე მოეწყო საშობაო ბაზრობაც. პარიზის ცენტრში სადღესასწაულო განათებები 8 იანვრამდე დარჩება.

ამავე თემაზე
დღის ამბები