09 ოქტომბერი 2024,   18:24
ვრცლად
ობამა საემიგრაციო პოლიტიკას ამარტივებს - ახალი შესაძლებლობა აშშ-ში მცხოვრები არალეგალებისთვის

მაშინ, როცა პუტინი საემიგრაციო კონტროლის გამკაცრების მოთხოვნით გამოვიდა, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა საემიგრაციო პოლიტიკის გამარტივების შესახებ გააკეთა განცხადება.

ბარაკ ობამამ საგანგებო სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა, რომ რესპუბლიკელების წინააღმდეგობის მიუხედავად, ის დაგეგმილ საემიგრაციო პოლიტიკას მაინც განახორციელებს.

არალეგალ ემიგრანტებს, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიაზე ხუთ წელზე მეტ ხანს ცხოვრობენ და არ აქვთ წარსულში ჩადენილი კრიმინალური ქმედებები, შეუძლიათ დეპორტაციის შიშის გარეშე მოითხოვონ ლეგალური საცხოვრებელი

„არსებობს სამართლებრივი ნაბიჯები, რომლის გადადგმაც მე, როგორც პრეზიდენტს, შემიძლია. ეს ჩვენს მიგრაციის სისტემას უფრო სამართლიანს გახდის. პროფესიონალი, უმაღლესი განათლების მქონე და ბიზნეს-საქმიანობაში ჩართული ემიგრანტებისთვის პირობებს გავამარტივებ, რათა ისინი დარჩნენ ჩვენს ქვეყანაში და დაეხმარონ ჩვენს ეკონომიკას. თუ თქვენ აშშ-ის ტერიტორიაზე ცხოვრობთ ხუთი წელი, თქვენი შვილები აშშ-ის მოქალაქეები არიან, არ გაქვთ კრიმინალური წარსული და მზად ხართ გადაიხადოთ გადასახადები, მაშინ შეგიძლიათ გააკეთოთ განაცხადი ქვეყანაში დარჩენის შესახებ,” - განაცხადა ბარაკ ობამამ.

დღის ამბები