03 ოქტომბერი 2024,   15:23
ვრცლად
საქართველოში გუანტანამოს კიდევ 3 პატიმარი ჩამოვა

გუანტანამოს ციხიდან ტერორიზმში ბრალდებული სამი პატიმარი საქართველოში გამოაგზავნეს. შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურ განცხადებაში სწერია, რომ სამივე პატიმარი საქართველოს მთავრობას გადასცეს.

ჯერჯერობით უცნობია, უკვე ჩამოიყვანეს თუ არა პატიმრები თბილისში. სასჯელაღსრულების სამინისტროში კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ და აცხადებენ, რომ ამასთან დაკავშირებით მათ ინფორმაცია არ აქვთ.

ცნობილია მხოლოდ ის, რომ საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ მათ თავისუფლად გადაადგილების საშუალება ექნებათ და სამივე მათგანი იემენიდან არის.

საქართველოში გუანტანამოს პატიმრების გადმოყვანა უკვე მეორედ ხდება. პირველად ასეთი ფაქტი 2010 წელს მოხდა.  

შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი შოთა უტიაშვილი იხსენებს, რომ ის პატიმრები, რომელებიც 2010-ში ჩამოვიდნენ, ჩამოსვლამდე 9 წელი იყვნენ გუანტანამოს ციხეში. თუმცა მათ ბრალი წაყენებული არ ჰქონდათ. უტიაშვილის თქმით, მათ მიერ ჩადენილ კონკრეტულ დანაშაულზე ინფორმაცია არ არსებობდა. მიუხედავად ამისა, სამივე პირი ეჭვმიტანილი იყო ისლამური მოძრაობის მიმართ გარკვეულ სიმპათიებში.

შოთა უტიაშვილი განმარტავს, რომ 2 პატიმარი საკუთარ სამშობლოში დაბრუნდა. თუმცა სანამ აქ იყვნენ, არც ერთ გუანტანამოელს დანაშაული არ ჩაუდენია. მისი თქმით, პატიმრები ჩვეულებრივ ბინებში ცხოვრობდნენ, მათ აკონტროლებდნენ, მაგრამ ჰქონდათ გადაადგილების თავისუფლება.

საქართველოს გარდა, გუანტანამოს 2 პატიმარი მიიღო სლოვაკეთმაც. შესაბამისი გადაწყვეტილება 6 დეპარტამენტისა და შესაბამისი სააგენტოს თანხმობის შემდეგ იქნა მიღებული.

გუანტანამოს ციხე 2002 წელს ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობასა და მასში მონაწილეობის მიღებაში ბრალდებული და ეჭვმიტანილი პირებისთვის გაიხსნა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები