03 ოქტომბერი 2024,   15:21
ვრცლად
კონკურსის Big App 2014 სამი გამარჯვებულიდან ერთ-ერთი ქართველია

კონკურსის Big App 2014 ერთ-ერთი გამარჯვებული ქართველი გახდა. კომპანია UKADEMICS-ის თანამდამფუძნებელმა ვახტანგ იმნაიშვილმა სტუდენტებისთვის ონლაინ აპლიკაციის პროექტი წარადგინა, რომელიც უსწრაფესი გზაა მსოფლიო მასშტაბით უმაღლესი სასწავლებლების მოსაძებნად და განაცხადის გასაკეთებლად.

ბიზნესიდეის განსახორციელებლად ქართველი 150 ათას ფუნტს მიიღებს. თითოეულმა კონკურსანტმა სპეციალისტებისგან დაკომპლექტებულ ჟიურის პირადად წარუდგინა საკუთარი ბიზნესგეგმა.

ვახტანგ იმნაიშვილის პროექტს უკვე უწოდეს „უნიკალური ბიზნესიდეა“.

„საგანამანათლებლო სივრცე სასწრაფოდ საჭიროებს ტექნიკურ ჩარევას. ყოველწლიურად 5 მილიონზე მეტი სტუდენტი მიემგზავრება საზღვარგარეთ სასწავლებლად და მათ არ აქვთ შესაბამისი ტექნიკური საშუალებები, რომელიც სტუდენტებს გზას გაუკვალავს. სწორედ ამიტომ ჩვენ, UKADEMICS-მა შევქმენით ონლაინაპლიკაცია, სადაც სტუდენტებს შეეძლებათ მოძებნონ უმაღლესი სასწავლებლები საზღვარგარეთ, გააკეთონ განაცხადი, ასევე დაუკავშირდნენ ერთმანეთს და დაგეგმონ სწავლა საზღვარგარეთ,“ - განაცხადა ქართველმა გამარჯვებულმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ვახტანგ იმნაიშვილთან ერთად, კონკურსში კიდევ 2-მა პირმა გაიმარჯვა.

დღის ამბები