03 ოქტომბერი 2024,   15:21
ვრცლად
პროტესტი ურბნისის საჯარო სკოლაში

ურბნისის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საათნახევრის განმავლობაში ჩაშლილი იყო. მიზეზი დღეს დილით ჩატარებული დირექტორების არჩევნებია, სადაც მარინე ნადირაშვილი დირექტორად არ აირჩიეს. მასწავლებლების გარკვეულმა ჯგუფმა პროტესტის ნიშნად გაკვეთილების ჩატარებაზე უარი განაცხადა.

„რუსთავი 2-თან“ საუბრისას ქარელის რაიონის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი კობახიძემ აღნიშნა, რომ არჩევნები ყველა პროცედურის დაცვით ჩატარდა. თუმცა ერთადერთმა კანდიდატმა, რომელიც წარდგენილი იყო, საჭირო ხმების რაოდენობა ვერ მიიღო.

მარინე ნადირაშვილმა 8-დან მხოლოდ 4 ხმა მიიღო, 4-მა კი მის დირექტორად დანიშვნას მხარი არ დაუჭირა.

როგორც გიორგი კობახიძემ განმარტა, ამ დროისთვის სკოლაში სწავლის პროცესი აღდგენილია. დირექტორის მოვალეობას ჯერ ისევ ნადირაშვილი ასრულებს. თუმცა რესურს-ცენტრი შესაბამის ინფორმაციას არჩევნების შედეგების შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიაწვდის, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

თავად მარინე ნადირაშვილი კომენტარს არ აკეთებს. ჯერჯერობით უცნობია, რას გეგმავენ ადგილობრივი მასწავლებლები. 

დღის ამბები