03 ოქტომბერი 2024,   15:12
ვრცლად
ევაკუაცია 166-ე საჯარო სკოლაში

ევაკუაცია 166-საჯარო სკოლაში. სკოლის მოსწავლეებს შენობა დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში დაატოვებინეს და ადგილზე კომპანია „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლები მუშაობდნენ.

სკოლის დირექტორი ირმა ომანაძე „რუსთავი 2-თან“ საუბრისას აცხადებს, რომ მათ იგრძნეს მკვეთრი ნამწვის სუნი, რამაც პანიკა გამოიწვია და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შენობა მაშინვე დაატოვებინეს.

მისივე თქმით, სკოლაში გაზი შეყვანილი არ არის. თუმცა, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, გარედან რაიმე საფრთხე რომ არ ყოფილიყო, მათ კომპანია „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლები გამოიძახეს და სკოლა და მისი მიმდებარე ტერიტორია შეამოწმებინეს.

ამ დროისთვის სასწავლო პროცესი აღდგენილია. ბავშვების ნაწილი მშობლებმა წაიყვანეს, დანარჩენი მოსწავლეები კი სკოლაში რჩებიან.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახური. 

 

დღის ამბები