03 ოქტომბერი 2024,   15:21
ვრცლად
„გუანტანამოდან საქართველოში ჩამოყვანილ პატიმრებზე პასუხისმგებლობას შსს იღებს,“ - ლევან იზორია

ლევან იზორიას განცხადებით, გუანტანამოდან გადმოყვანილ პატიმრებთან დაკავშირებით მისი უწყება სრულ პასუხისმგებლობას იღებს. როგორც იზორია აცხადებს, უწყება იღებს პასუხისმგებლობას და საზოგადოება მაქსიმალურად იქნება დაცული.

ლევან იზორიას ინფორმაციით, გუანტანამოდან ყოფილ პატიმრებს 26 ნოემბერს გადმოიყვანენ. მისივე თქმით, სად განთავსდებიან ისინი, ეს ინფორმაცია საიდუმლოა.

„ისინი ცხოვრობდნენ უსაფრთხოდ და არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენდნენ. ახლაც ჩამოგვყავს 3 პატიმარი. როგორც უწყება, ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას, რომ მაქსიმალურად იქნება საზოგადოება დაცული. მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი ამ ყოფილი პატიმრების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის შესაძლებლობა,“ - განაცხადა იზორიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები