03 ოქტომბერი 2024,   15:12
ვრცლად
გუანტანამოდან სამი ყოფილი პატიმარი საქართველოში გადმოიყვანეს

გუანტანამოდან სამი ყოფილი პატიმარი საქართველოში გადმოიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოში ჩამოყვანილი პატიმრები დაბალი რისკის პირები არიან.

ლევან იზორიას განცხადებით, სამივე პატიმარზე პასუხისმგებლობას შინაგან საქმეთა სამინისტრო იღებს.

"აღნიშნული პირების საქართველოში ყოფნა უსაფრთხოა. ისინი აქ იცხოვრებენ რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ჰუმანიტარული პროგრამის ფარგლებში," - აცხადებენ შსს-ში. 

ამავე თემაზე
დღის ამბები