03 ოქტომბერი 2024,   15:18
ვრცლად
47 წლის მამაკაცმა თავი მოიკლა

47 წლის ზურაბ ჭიჭიკაშვილი გურჯაანში ნათესავებმა ჩამომხრჩვალი იპოვეს.

გარდაცვლილის ახლობლები „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტთან ყვებიან, რომ ბოლო პერიოდში მას ვალები ჰქონდა და თვითმკვლელობის ერთ-ერთი მიზეზი ესეც შეიძლება გამხდარიყო.

ჭიჭიკაშვილი სახლიდან 19 ნოემბერს გავიდა და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა.

ის წლების განმავლობაში გურჯაანის ბაზარში ხორცით ვაჭრობდა და ბოლო პერიოდში ხშირად სვამდა.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე საქმე 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული. 

დღის ამბები