03 ოქტომბერი 2024,   15:24
ვრცლად
გამგებელმა ზაზა როსტიაშვილმა ძაღლი დაჭრა

ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტის ინფორმაციით, წეროვანის გამგებელმა მაწანწალა ძაღლი დაჭრა.

არსებული ინფორმაციით, ზაზა როსტიაშვილმა ერთ-ერთი მცხოვრებთან მიკედლებულ ძაღლს ესროლა თოფი და მძიმედ დაჭრა. ცხოველს აღენიშნებოდა საფანტისგან მიყენებული 17 ჭრილობა.

დაჭრილი ცხოველის გადარჩენა მისმა დროებითმა პატრონმა შესძლო. არსებული ინფორმაციით, მან მკურნალობის ხარჯები ვალად აღებული თანხით შესძლო. თუმცა ცხოველს მკურნალობა კვლავ ესაჭიროება.

ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტი მომხდარის შესახებ ფოტომასალას დღის განმავლობაში გაავრცელებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები