03 ოქტომბერი 2024,   15:12
ვრცლად
ზურაბ ჟვანიას ექსპერტიზის ვიდეოკადრები - სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს

ექსპერტ ლევან ჩაჩუას სასამართლო პროცესი ჟურნალისტებისათვის დროებით დაიხურა. სხდომათა დარბაზიდან მედიასაშუალებები მას შემდეგ გამოუშვეს, რაც პროცესზე გარდაცვლილი ექსპრემიერის ზურაბ ჟვანიას გვამის ექსპერტიზის ვიდეოჩანაწერის განხილვა დაიწყო.

დღეს პროცესის ფარგლებში ბრალდების მხარის ერთ-ერთი მოწმე ლაშა ამბროლაძე იკითხება, რომელმაც უნდა დაადგინოს, ექსპერტიზის მსვლელობის დროს გადაღებული ვიდეომასალა არის თუ არა დამონტაჟებული. ლაშა ამბროლაძემ უნდა დაადგინოს ისიც, აღენიშნებოდა თუ არა გარდაცვლილს სხეულზე დაზიანების ნიშნები.

სხდომას ესწრება ბრალდებული ექსპერტი ლევან ჩაჩუაც, რომელიც გირაოთია გათავისუფლებული.  

ვიდეოფირის ჩვენების დასრულების შემდეგ პროცესი ჟურნალისტებისთვის კვლავ ღია იქნება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები