03 ოქტომბერი 2024,   15:17
ვრცლად
რიჩარდ ნორლანდი საზოგადოებას გუანტანამოელი პატიმრების პრივატულობის პატივისცემისკენ მოუწოდებს

„უმჯობესია პატივი ვცეთ პატიმრების პირად ცხოვრებას და მათ პრივატულობას,“ - ეს განცხადება შეერთებული შტატების ელჩმა გუანტანამოს ციხიდან საქართველოში პატიმრების გადმოყვანასთან დაკავშირებით გააკეთა.

მისი თქმით, ეს პროცესი არის იმ დაპირების შედეგი, რომელიც პრეზიდენტმა ობამამ გასცა გუანტანამოს ციხის დახურვასთან დაკავშირებით.

რიჩარდ ნორლანდმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო დღეს მასპინძლობს ამ ადამიანებს, რისთვისაც შეერთებული შტატები მადლიერია და აფასებს ამ ნაბიჯს, როგორც საქართველოს მხრიდან განხორციელებულ ჰუმანურ აქტს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები