03 ოქტომბერი 2024,   15:24
ვრცლად
ზეწოლის გამო რუსმა ჟურნალისტმა თავი მოიკლა

მოსკოვში რუსმა ჟურნალისტმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ანტონ კოსტილევი გარდაცვლილი სახლში იპოვეს. 

ჟურნალისტმა და პროდიუსერმა ანტონ კოსტილევმა თავი მოიკლა. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Россия Сегодния-ს (Russia Today) ჟურნალისტისა და პროდიუსერის თვითმკვლელობის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, რუსი ჟურნალისტი საკუთარი სახლის აბაზანში ნათესავებმა ჩამომხრჩვალი აღმოაჩინეს. ნათესავების განცხადებით, ბოლო პერიოდში ანტონ კოსტილევი ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა.

ანტონ კოსტილევი "რია ნოვოსტის" მთავარი პროდიუსერი იყო. გასული წლიდან კი Russia Today-ის მთავარი პროდიუსერი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები