03 ოქტომბერი 2024,   15:12
ვრცლად
პრემიერ-მინისტრი ჩვენს დისკრედიტაციას ცდილობს - არასამთავრობო სექტორი

არასამთავრობო ორგანიზაციები თვლიან, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მათ დისკრედიტაციას ცდილობს. მესამე სექტორის წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრს მოუწოდებენ, შეწყვიტოს მათი უსაფუძვლო კრიტიკა და დისკრედიტაცია.

"პრემიერს არა აქვს არგუმენტები და ის პირდაპირ ცდილობს საზოგადოებაში ჩვენს დისკრედიტაციას," - აცხადებს ნინო ლომჯარია. „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი მოუწოდებს პრემიერ-მინისტრს, რომ არასამთავრობო სექტორის წინადადებები განიხილოს და მხედველობაში მიიღოს და დაასრულოს მათი კრიტიკა.

ნინო ლომჯარიას მსგავსად დღეს პრემიერ-მინისტრი "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელმა, ეკა გიგაურმა, "ლიბერალური აკადემიის" ხელმძღვანელმა, ლაშა ტუღუშმა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, კახა კოჟორიძემ გააკრიტიკეს.

მესამე სექტორი მოსმენების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის კომენტარს აპროტესტებენ, სადაც ირაკლი ღარიბაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციები ყოფილ ხელისუფლებასთან კავშირში დაადანაშაულა.

„ლიბერალური აკადემიის" ხელმძღვანელი, ლაშა ტუღუში კი ირაკლი ღარიბაშვილის ასაკს უსვამს ხაზს და აცხადებს, რომ პრემიერს გამოცდილება აკლია. "პრემიერ-მინისტრი არასერიოზული და არაკომპეტენტურია," - ამბობს ის. 

ამავე თემაზე
დღის ამბები