03 ოქტომბერი 2024,   15:22
ვრცლად
გუანტანამოს ციხიდან თბილისში სამი ყოფილი ტერორისტი ჩამოიყვანეს

თბილისში გუანტანამოს ციხიდან სამი ყოფილი ტერორისტი ჩამოიყვანეს. სამივე მათგანი საქართველოში დარჩება და მათზე პასუხისმგებლობას შინაგან საქმეთა სამინისტრო აიღებს.

სამინისტროში დღეს კომენტარი მინისტრმა არ გააკეთა. მისმა მოადგილემ, ლევან იზორიამ კი აღნიშნა, რომ სამივე ტერორისტზე კონტროლს შინაგან საქმეთა სამინისტრო განახორციელებს და პასუხისმგებლობასაც აიღებს.

ტერორისტთა ზუსტი ვინაობა და ადგილსამყოფელი გასაიდუმლოებულია.

უახლოეს მომავალში თბილისში კიდევ ერთ ტერორისტს ჩამოიყვანენ. აღნიშნული პირი თავის დროზე სამართალდამცავებმა ტერორისტულ ორგანიზაცია „ალქაიდასთან“ შესაძლო კავშირის ბრალდებით დააკავეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები