03 ოქტომბერი 2024,   15:22
ვრცლად
შს სამინისტრომ ძალადობის წინააღმდეგ ახალი სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობა დაასრულა

რამდენიმეკვირიანი მუშაობის შემდეგ ჭიკაიძის უწყებამ დოკუმენტის სამუშაო ვერსია გააცნო იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ძალადობის პრევენციის საკითხებზე მუშაობენ. ახალი სტრატეგიის განხილვა უკვე საბჭოში გაგრძელდება, რომელიც სახელმწიფო უწყებებთან ერთად საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებით დაკომპლექტდება.

რამდენიმე არასამათავრობო ორგანიზაციისთვის მიუღებელი აღმოჩნდა შსს-ს მიერ შემუშავებული ახალი სტრატეგია. ისინი დოკუმენტს ორი მიზეზის გამო იწუნებენ. ეს არის: არასაკმარისი რეაგირება ძალადობის მიმართ პოლიციის მხრიდან და სამოქმედო გეგმაში ამ მიმართულების კიდევ უფრო გამკაცრება. 

შსს მათ პოზიციებს არ იზიარებს. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია ამბობს, რომ ძალადობის შემთხვევაში პოლიციელის მხრიდან ყველა გადაცდომას გენერალური ინსპექცია შეისწავლის. 

ერთიან სტრატეგიაში მთავარი პუნქტბი სამოქალაქო განათლების ამაღლება და პოლიციელების და  ექიმების გადამზადებაა. 

დღის ამბები