03 ოქტომბერი 2024,   15:19
ვრცლად
კახა ბენდუქიძეს დღეს დაკრძალავენ

საქართველოს ეკონომიკის ყოფილ მინისტრსა და "თავისუფალი უნივერსიტეტის" დამფუძნებელ კახა ბენდუქიძეს დღეს კუკიის სასაფლაოზე  დაკრძალავენ. 

გამოსვენების ცერემონია 15.00 საათზე, მის მიერ დაარსებული საუნივერსიტეტო კამპუსიდან შედგება, სადაც ბენდუქიძე წუხელ გადაასვენეს. მანამდე კი, სამოქალაქო პანაშვიდი მის საცხოვრებელ სახლში, მოსაშვილის ქუჩაზე მიმდინარეობდა. 

კახა ბენდუქიძე 58 წლის ასაკაში, 13 ნოემბერს, ლონდონის ერთ-ერთ საასტუმროში გულის შეტევით გარდაიცვალა. თბილისში 20 ნოემბერს ჩამოასვენეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები