03 ოქტომბერი 2024,   15:25
ვრცლად
"გული მტკივა, რომ კახას პირადად ვერ ვემშვიდობები" - მიხეილ სააკაშვილი

"გული მტკივა, რომ კახას პირადად ვერ ვემშვიდობები, მაგრამ შორიდან ვეუბნები - ნახვამდის ჩემო ყველაზე საყვარელო მეგობარო და თანამოაზრევ. ვინც როგორ უნდა ისე სცადოს ხელის შეშლა, მაგრამ ჩვენ შენთან ერთად კიდევ დიდი საქმეები გველის წინ!" - ასე ემშვიდობება მიხელ სააკაშვილი კახა ბენდუქიძეს.  

მიხეილ სააკაშვილმა კახა ბენდუქიძესთან გამოსამშვიდობებელი წერილი "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე გაავრცელა. 

"ბოლოს შეხვედრა - რამდენიმე დღის წინ, ლონდონიდან ბრიუსელში ჩამომაკითხა. 
კახას ბევრი გეგმა ჰქონდა. უახლოეს დღეებში ინიშნებოდა უკრაინის ეკონომიკის მინისტრად, ყველაზე რთულ დროს, ყველაზე საპასუხისმგებლო საქმეს აბარებდნენ უკრაინელები, მშობლიური ქვეყნიდან ოფიციალურად დევნილსა და მოძულებულს," - იხსენესბ სააკაშვილი და დასძენს, რომ  ბენდუქიძე "უკრაინის გადარჩენას, საქართველოს დახსნის წინაპირობად განიხილავდა და ძალიან განიცდიდა, რომ ვერ ბრუნდებოდა სამშობლოში".

"და, აი დაბრუნდა, მაგრამ არა ისე როგორც მას და მის მეგობრებს წარმოგვედგინა… თუმცა, კახა არსად წასულა! ის მის უნივერსიტეტშია! ის ამ უნივერსიტეტის სტუდენტებშია! მთელ მსოფლიოში სახელგანთქმულ მის რეფორმაშია! ის თითოეულ პატრიოტშია! კახა მთელ საქართველოშია!  ვინც მას დევნიდა, ის მუდამ წარსულად დარჩება თავისი საქმეებით. ბენდუ კი მომავალია. ყველაფერი ის რაც მან გააკეთა - მომავალია!" - წერს სააკაშვილი.  

 

ამავე თემაზე
დღის ამბები