09 ოქტომბერი 2024,   18:24
ვრცლად
ფრანგმა ექიმებმა 21 კვირის ემბრიონს ოპერაცია ჩაუტარეს

ფრანგი ექიმების უნიკალური ოპერაცია. ქირურგებმა, ევროპაში პირველად, ოპერაცია 21 კვირის ემბრიონს ჩაუტარეს, რომელსაც ხერხემლის ორად გაყოფის სიმპტომები აღენიშნებოდა.

ოპერაცია ზაფხულში ჩატარდა, თუმცა ამ დრომდე არ გახმაურებულა, რადგან კლინიკის ადმინისტრაცია ბავშვის დაბადებას ელოდა.

ახალშობილზე ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ქირურგიული ჩარევა წარმატებული აღმოჩნდა.

მედიკოსების თქმით, ემბრიონის ოპერაცია დაავადების სრულ აღმოფხვრას ვერ უზრუნველყოფს, თუმცა მის რისკს მკვეთრად ამცირებს.

დღის ამბები