09 ოქტომბერი 2024,   18:17
ვრცლად
უკრაინის კრიზისი - წვრთნები ბალტიის ქვეყნებში

დაახლოებით ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში ვითარება დაიძაბა.  რუსი სამხედროები კვლავ უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფებიან. დასავლეთის არაერთი მოწოდებისა და სანქციების მიუხედავად, რუსეთი მინსკის შეთანხმებას არ ასრულებს.

უკრაინაში კრიზისული ვითარების ფონზე სრულ მზადყოფნაში არიან ბალტიის ქვეყნები. პოსტსაბჭოთა სამი ქვეყანა სამხედრო წვრთნებს განაგრძობს.

არსებული ვითარების ფონზე ნატოს ახლად არჩეული გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი რუსეთ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ კვლავ მოუწოდებს.

სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში რუსული სამხედრო ძალებისა და მძიმე ტექნიკის აქტიური გადაადგილება მიმდინარეობს.

ნატო-ს გენერალური მდივანი ფიქრობს, რომ რუსეთის ქმედებებს უკრაინაში კონფლიქტის კიდევ უფრო გართულება მოჰყვება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები