09 ოქტომბერი 2024,   20:23
ვრცლად
ავღანეთში მომხდარ აფეთქებას 7 ჯარისკაცი ემსხვერპლა

ავღანეთის დედაქალაქში სამხედროების ავტოკოლონა ააფეთქეს. ბოლო მონაცემით დაიღუპა 7 და მძიმედ დაიჭრა 15 ჯარისკაცი.

ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ორმა ტერორისტმა თავი ქაბულის უნივერსიტეტთან ახლოს იმ დროს აიფეთქა, როდესაც გზაზე სამხედროების ავტობუსი და ავტომობილი გადაადგილდებოდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო.

გუშინ ავღანეთმა და შეერთებულმა შტატებმა ახალი ხელშეკრულება გააფორმეს, რომელიც ამერიკელ სამხედროებს ქვეყანაში 2014 წლის შემდეგ დარჩენის უფლებას აძლევს. ხელისუფლება კოლონაზე თავდასხმას სწორედ ამ დოკუმენტის ხელმოწერას უკავშირებს.

დღის ამბები