03 ოქტომბერი 2024,   15:17
ვრცლად
პენსიებს ისევ "ლიბერთი ბანკი" დაარიგებს

პენსიებს ისევ "ლიბერთი ბანკი" დაარიგებს. 

როგორც  "რუსთავი2"- თან საუბრისას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს, ტენდერში მხოლოდ "ლიბერთი ბანკი" მონაწილეობდა და ამის გამო ვადამ გადაიწია კიდეც. თუმცა, საბოლოოდ  ამ მომსახურეობის გაწევის მსურველი მხოლოდ "ლიბერთი ბანკი" აღმოჩნდა და, შესაბამისად, პენსიებს 5 წლის ვადით, ანუ 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ისევ "ლიბერთი ბანკი" დაარიგებს.

ამასთან, როგორც ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, "ლიბერთი ბანკი" ამ მომსახურეობაში დამატებითი ინვესტიციის ჩადებასაც გეგმავს. 7 მილიონი ლარი დაიხარჯება საკუთარი ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად, რათა პენსიონერებს ის ტექნიკური პრობლემები აღარ ჰქონდეთ, რაც აქამდე  იქმნებოდა ხოლმე. დამატებით 4 მილიონი ლარის ოდენობის  რეზერვი კი ბანკს  გათვალისწინებული აქვს საჭიროების შემთხვევაში დასახარჯად, თუკი სახელმწიფოს დასჭირდება პენსიებთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ "ლიბერთი ბანკს" პენსიების დასარიგებლად სახელმწიფოსთან კონტრაქტი 5 წლიანი ვადით 2009 წელს ჰქონდა გაფორმებული, რომლის ვადა 2014 წლის 31 დეკემბერს იწურება.        

 

ამავე თემაზე
დღის ამბები