03 ოქტომბერი 2024,   15:13
ვრცლად
დავით უსუფაშვილმა ბენდუქიძის ოჯახს მიუსამძიმრა

გარდაცვლილი კახა ბენდუქიძის ოჯახს პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილმა და ქართველმა დეპუტატებმა მიუსამძიმრეს.

საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები აგრარულ უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ.

პარლამენტი მწუხარებას გამოთქვამს კახა ბენდუქიძის გარდაცვალების გამო.

დიდი დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში მმართველი კოალიციის და "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლები იმყოფებიან.

სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა საქართველოში აშშ-ის ელჩი, რიჩარდ ნორლანდიც.

ამერიკის ელჩმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი კახა ბენდუქიძის საქმიანობას და აღნიშნა, რომ კახა ბენდუქიძის  მემკვიდრეობა მის მიერ დაარსებულ უნივერსიტეტებში გაგრძელდება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები