03 ოქტომბერი 2024,   15:15
ვრცლად
სანდრა რულოვსი კახა ბენდუქიძის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფება

დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში კახა ბენდუქიძის სამოქალაქო პანაშვიდზე რამდენიმე წუთის წინ ექსპრეზიდენტის მეუღლე, სანდრა რულოვსი იმყოფებოდა.

ყოფილმა პირველმა ლედიმ ჟუნრალისტებთან კომენტარი არ გააკეთა, თუმცა პანაშვიდზე მეუღლის მიხეილ სააკაშვილის სამძიმრის წერილი წაიკითხა. 

სანდრა რულოვსმა სამძიმარი გამოუცხადა გარდაცვლილის ოჯახს და კახა ბენდუქიძის ქალიშვილს.

სანდრა რულოვსმა სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ სპეციალური განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ კახა ბენდუქიძის გარდაცვალებით საქართველომ ძალიან დიდი ადამიანი დაკარგა. 

დღის ამბები