03 ოქტომბერი 2024,   15:19
ვრცლად
"საქართველოს მოაკლდა მთავრი რეფორმატორი" - ნიკა გვარამია

„საქართველოს მოაკლდა მთავარი რეფორმატორი," - ამბობს ნიკა გვარამია. "რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორი დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში იმყოფებოდა და გარდაცვლილი კახა ბენდუქიძის ოჯახს მიუსამძიმრა.

ნიკა გვარამია თვლის, რომ კახა ბენდუქიძის გარდაცვალებით საქართველომ ძალიან ნიჭიერი ადამიანი დაკარგა.

„საქართველოს და არამარტო საქართველოს მოაკლდა მთავარი რეფორმატორი. კახა იყო ძალიან ნიჭიერი, ძალიან გონიერი. მე ბედნიერი ვარ, რომ ის ჩემი მეგობარი იყო. საქართველომ დაკარგა საინტერესო შვილი,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებთან საუბრისას. 

ამავე თემაზე
დღის ამბები