02 ოქტომბერი 2024,   12:27
ვრცლად
„ლევანი მოვა მას შემდეგ, რაც ის დარეგისტრირდება სამეწარმეო რეესტრში დირექტორად," - ირაკლი კობახიძე

გავრცელებული ინფორმაციით, ლევან გაჩეჩილაძე ტელეკომპანია მაესტროში დაახლოებით დღის 2 საათზე მივა. ზუსტ დროს არ ასახელებს, თუმცა გაჩეჩილაძის კომპანიაში მისვლის შესახებ ინფორმაცია მისმა ადვოკატმა ირაკლი კორძახიამ დაადასტურა.

კორძახია აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც საჯარო რეესტრი ოფიციალურად დაარეგისტრირებს ლევან გაჩეჩილაძეს გენერალურ დირექტორად, ის ტეკლეკომპანიაში მივა და თავისი მოვალეობის შესრულებას შეუდგება.

ირაკლი კორძახიას თქმით, მისთვის უცნობია, ამ დრომდე რატომ არ მოხდა ლევან გაჩეჩილაძის დარეგისტრირება საჯარო რეესტრის მიერ.

„ლევანი მოვა მას შემდეგ, რაც ის დარეგისტრირდება სამეწარმეო რეესტრში დირექტორად. ველოდებით ამ რეგისტრაციას, თუ დღეს განხორციელდა, აუცილებლად მივა მაესტროში და შეუდგება თავისი მოვალეობების შესრულებას. ველოდებით რეესტრის გადაწყვეტილებას. ბაია გადაბაძის განცხადებას არ აქვს იურიდიული ძალა რეგისტრაციასთან მიმართებაში," - აღნიშნა ირაკლი კორძახიამ. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 6 საათამდე, რამდენიმე წუთით ადრე, ლევან გაჩეჩილაძემ საჯარო რეესტრს მიმართა და ოფიციალურად რეგისტრაცია გაიარა.

 

დღის ამბები