03 ოქტომბერი 2024,   15:20
ვრცლად
კახა ბენდუქიძე თავისუფალი უნივერსიტეტიდან გამოასვენეს

58 წლის ასაკში გარდაცვლილი კახა ბენდუქიძის ცხედარი დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსიდან გამოასვენეს. სამგლოვიარო ცერემონიალი ამ წუთებში მიმდინარეობს.

ბიოლოგს, ბიზნესმენს, ეკონომიკის ყოფილ მინისტრს, რეფორმატორს და ორი უნივერსიტეტის დამაარსებელს რამდენიმე წუთში კუკიის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

სამგლოვიარო ცერემონიალში მონაწილეობას კახა ბენდუქიძის ქართველი და უცხოელი მეგობრები, მისი ოჯახის წევრები და ერთადერთი შვილი ღებულობენ მონაწილეობას.

სამოქალაქო პანაშვიდი რამდენიმე საათის განმავლობაში დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში მიმდინარეობდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები