03 ოქტომბერი 2024,   15:21
ვრცლად
„კახა ბენდუქიძის მემკვიდრეობა მისივე უნივერსიტეტებში განაგრძობს არსებობას“ - რიჩარდ ნორლანდი

ამერიკის ელჩი, რიჩარდ ნორლანდი კახა ბენდუქიძის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა და გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა. ამერიკის ელჩი თვლის, რომ კახა ბენდუქიძის გარდაცვალება ტრაგიკული და დასანანია.

რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, კახა ბენდუქიძემ საქართველოს ბევრი წარმატებული რეფორმა დაუტოვა. ამერიკის ელჩი ფიქრობს, რომ თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების დაარსება უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იყო. ნორლანდი ფიქრობს, რომ აღნიშნულ უნივერსიტეტებში კახა ბენდუქიძის ღვაწლი მარადიულად დარჩება. 

"მინდა, გამოვხატო თანაგრძნობა ოჯახისა და საქართველოს მიმართ. კახა ბენდუქიძის მემკვიდრეობა მის ძალიან წარმატებულ უნივერსიტეტებში განაგრძობს არსებობას," - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები