03 ოქტომბერი 2024,   15:19
ვრცლად
კახა ბენდუქიძე კუკიას სასაფლაოზე, დედის გვერდით დაკრძალეს

58 წლის ასაკში გარდაცვლილი კახა ბენდუქიძე კუკიას სასაფლაოზე, დედის გვერდით დაკრძალეს. სამგლოვიარო ცერემონიალი დასრულდა. დაკრძალვამდე კი დილიდან დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა.

სამგლოვიარო ცერემონიალში კახა ბენდუქიძის ქართველმა და უცხოელმა მეგობრებმა, სტუდენტებმა და ელჩებმა მიიღეს მონაწილეობა.

გარდაცვლილი კახა ბენდუქიძის ოჯახს წერილობით მიუსამძიმრა მიხეილ სააკაშვილმა. მისი მეუღლე სანდრა რულოვსი კი დღეს სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა და მიხეილ სააკაშვილის წერილი წაიკითხა.

გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრეს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა. სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა დავით უსუფაშვილიც. 

ამავე თემაზე
დღის ამბები