09 ოქტომბერი 2024,   20:28
ვრცლად
უნგრეთში მოცარტის მეთორმეტე სონატა აღმოაჩინეს

უნგრეთის ეროვნული ბიბლიოთეკის საცავში ერთ-ერთმა თანამშრომელმა შემთხვევით მოცარტის მეთერთმეტე საფორტეპიანო სონატის ხელნაწერი იპოვა. ოთხგვერდიანი სონატა სხვა ნაწარმოებებთან ერთად ინახებოდა, თუმცა ბიბლიოთეკარმა დათვალიერებისას მოცარტის ხელნაწერი იცნო და ის ექსპერტიზაზე გაგზავნა.

ხელნაწერის შემოწმება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლაბორატორიებში ჩატარდა და ყველამ დაადასტურა, რომ ეს მოცარტის ხელნაწერია. მეთერთმეტე სონატა ფორტეპიანოსთვის კომპოზიტორმა 1783 წელს შექმნა. ახალ აღმოჩენას უნგრეთის ეროვნული ბიბლიოთეკის შემდეგ ზალცბურგის მუზეუმში გამოფენენ.

დღის ამბები