03 ოქტომბერი 2024,   15:12
ვრცლად
ექსკლუზივი - საბერძნეთში ქართველმა ბებიამ შვილიშვილსთვის ციხეში ნარკოტიკის შეგზავნა სცადა

ადგილობრივი პოლიციის, ასევე ბერძნული მედიის ცნობით, ქართველი პატიმრის ბებია, რომელიც უკვე დაკავებულია, შვილიშვილისთვის დიდი ოდენობით ნარკოტიკების გადაცემას შეეცადა.

ციხის თანამშრომლებმა ქალი ნარკოტიკების ციხეში შეტანის ბრალდებით დააკავეს, რასაც ციხის საავადმყოფოში მყოფმა ქართველმა პატიმრებმა ხმაურითა და დაუმორჩილებლობით უპასუხეს.

ბერძნული გამოცემის ცნობით, პროტესტს ათენის ციხეში მყოფი 25 ქართველი პატიმარიც შეუერთდა. მათ მძევლად ბადრაგის სამი თანამშრომელი აიყვანეს. ბუნტის შედეგად სამივე მათგანი დაშავდა. მანამდე კი რამდენიმე საათით ქართველმა პატიმრებმა კონტროლი დაამყარეს ციხის კლინიკაში და პირობები გააპროტესტეს. ესეც პრესაში გავრცელებული ინფორმაციაა.

საბადრაგო სამსახურმა კორიდალოს ციხეში სპეცდანიშნულების რაზმი და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის რაზმი გამოიძახა და მხოლოდ მათი ციხეში შესვლის შემდეგ სიტუაცია დასტაბილურდა. არიან თუ არა დაშავებული ქართველი პატიმრები, უცნობია.

 საბერძნეთის უისტიციის სამინისტროს ქართული დიპლომატიური უწყებისთვის მომხდარის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გადაუცია. შესაბამისად, ათენის საკონსულოში მომხდარის შესახებ საფუძვლიანი ცნობები არ აქვთ.

დღის ამბები