09 ოქტომბერი 2024,   20:28
ვრცლად
კოალიციის ავიაიერიშები სირიასა და ერაყში

კოალიცია სირიასა და ერაყში ისლამური სახელმწიფოს მებრძოლთა პოზიციებზე ავია იერიშებს განაგრძობს. ოპერაციაში პირველად მიიღეს მონაწილეობა ბრიტანულმა გამანადგურებლებმა, რომლებმაც ერაყის ტერიტორიაზე რამდენიმე სამიზნე გაანადგურეს.

პარალელურად კოალიციის ავიაცია სირიაში იმ ქალაქების დაბომბვას განაგრძობს, რომლებსაც ამ დრომდე ალ ქაიდას მოკავშირე დაჯგუფება ისლამური სახელმწიფო აკონტროლებს.

გავრცელებული ცნობით, ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს ქურთ და ისლამისტ მებრძოლებს შორის ერაყი–სირიის საზღვართან. ქურთმა მებრძოლებმა ქალაქ რაბიას გათავისუფლება შეძლეს, თუმცა დიდი დანაკარგი განიცადეს.

დღის ამბები