03 ოქტომბერი 2024,   15:18
ვრცლად
საქართველოს მოქალაქე საბერძნეთში არასრულწლოვანებს 73 წლის მამაკაცთან სექს აიძულებდა

ბერძნული მედიის ცნობთ, 39 წლის საქართველოს მოქალაქე საბერძნეთში არასრულწლოვნებს სექსუალურ კავშირს აიძულებდა ბერძენ 73 წლის მამაკაცთან და სექსუალური კავშირის სცენებს ფირზე იღებდა. შემთხვევა თესალონთან ახლოს, კატერინში მოხდა.

ბერძული საგამოძიებო უწყების ცნობით, 17 წლის გოგონა, რომელსაც 73 წლის მამაკაცთან იძულებით ჰქონდა სექსუალური კავშირი, საავადმყოფოშია და ფსიქოლოგიურ დახმარებას გადის.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ბერძენი მამაკაცის სახლში აღმოჩენილია ოთახი, სადაც, სავარაუდოდ, არასრულწლოვნების გაუპატიურება და სცენების ფირზე გადაღება ხდებოდა.

მათივე ცნობით, დაკავებული ქართველის საცხოვრებლიდან ამოღებულია ათი დივიდი დისკი, რომელზეც მსგავსი სცენებია აღბეჭდილი, ასევე ფოტოსურათები, ვიდეო კამერა და ლეპტოპები. მასალები პორნოგრაფიული შინაარსის სცენებს შეიცავს. 

დღის ამბები