03 ოქტომბერი 2024,   17:17
ვრცლად
ებოლას ვირუსის პირველი შემთხვევა შეერთებულ შტატებში

შეერთებულ შტატებში ებოლას ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხევევა დადასტურდა. ვირუსის დიაგნოზი ტეხასის შტატის მცხოვრებს დაუსვეს. პაციენტს სიმპტომები ლიბერიიდან დაბრუნების შემდეგ აღმოაჩნდა.

მამაკაცი დალასის კლინიკის ინფექციურ განყოფილებაშია მოთავსებული. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, სიტუაცია საყურადღებოა, თუმცა მედიკოსებს პაციენტის გადარჩენის იმედი აქვთ.

ებოლას ვირუსმა დასავლეთ აფრიკის 4 ქვეყანაში უკვე 3 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. სპეციალისტები ვაქცინაზე მუშაობას კვლავ განაგრძობენ. 

დღის ამბები