03 ოქტომბერი 2024,   15:21
ვრცლად
ბათუმის მესამე საპყრობილეში 16 პატიმარი აგრძელებს შიმშილობას

16 პატიმარი განაგრძობს შიმშილობას ბათუმის მესამე საპყრობილეში.სასჯელაღსრულების სამინისტროში ამტკიცებენ, რომ პროტესტი ქურდული ტრადიციების მატარებელი 4 მსჯავრდებულის მიერ იყო პროვოცირებული. ასევე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ პატიმრებმა შიმშილობა ციხეში არსებული მძიმე მდგომარეობის გასაპროტესტებლად დაიწყეს.

საპატიმროში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე და პირობების არასებობაზე საუბრობენ სახალხო დამცველის წარმომადგენლები. სახალხო დამცველის წარმომადგენელი მიშა მდინარაძე აღნიშნავს, რომ საპატიმროში არის საკნების ვენტილაციის, წყლის მიწოდების პრობლემა პრობლემა, რის გამოც მსჯავრდებულებს უჭირთ სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა. მდინარაძის თქმით, ასევე პრობლემებია სამედიცინო მომსახურების მიწოდების კუთხითაც. 

მდინარაძემ "კურიერთან" საუბრისას აღნიშნა, რომ 22 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც შიმშილობა დაიწყეს პატიმრებმა, 3 მათგანი მეშვიდე დაწესებულებაში გადაიყვანეს. 

ბათუმის მესამე საპყრობილეში შიმშილობა 39-მა პატიმარმა გუშინ დაიწყო. "კურიერთან" საუბრისას ადვოკატი მანანა კაკაურიძე აცხადებდა, რომ კიდევ ერთმა პატიმარმა  ციხეში არსებული მძიმე მდგომარეობის გამო თვითდაზიანებები მიიყენა.

ამავე თემაზე
დღის ამბები