03 ოქტომბერი 2024,   15:24
ვრცლად
პატიმრის მიმართ არასათანადო მოპყრობა გვიან ღამით სასჯელაღსრულების სამინისტროსთან გააპროტესტეს

იმ 4 პატიმრიდან ერთ-ერთი მსჯავრდებულის ოჯახის წევრებმა, რომელსაც სასჯელაღსრულების უწყება ბათუმის მესამე საპყრობილეში მიმდინარე პროტესტის პროვოცირებაში ადანაშაულებს, სამინისტროს შენობასთან გვიან ღამით აქცია გამართეს.

ვახტანგ დემეტრაშვილის შვილი აცხადებს, რომ შიმშილობის მიზეზი ბათუმის ციხეში არსებული პირობებია. პატიმრინათესავები კატეგორიულად უაყოფენ სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომ პატიმარი ქურდული ტრადიციების მატარებელია.

ნიკა დემეტრაშვილი „კურიერის“ ჟურნალისტთან საუბრისას აცხადებს, რომ მის მამას ბათუმში სასტიკად ეპყრობიან და აწამებენ და მისი ბათუმში გადაყვანაც სწორედ იმიტომ მოხდა, რომ ოჯახის წევრებს არ შეძლებოდათ მისი დახმარება.

ოჯახი ვახტანგ დემეტრაშვილის თბილისში გადმოყვანას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებს არ შეწყვეტენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები